Thursday, October 1, 2015

"უფალო, მიბოძე უბრალოება და მიბოძე სიღრმე, დამეხმარე, რომ ჩემი ყოველდღიური გაკვეთილები არც რთული იყოს, არც ერთფეროვანი. ყოველ დილით, როცა ჩემი სკოლის კარს შევაღებ, შემაძლებინე დავივიწყო ჭრილობები, მკერდზე რომ მატყვია. შემაძლებინე, სამუშაო მაგიდასთან არ მიმყვეს ჩემი სადღეხვალიო საზრუნავი, გაუთავებელი წვრილმანი სატკივარი!"

                                              /  გაბრიელა   მისტრალი  /




                                 
                      მასწავლებლის  ათი  მცნება


1.  გიყვარდეს მთელი გულით და სულით. თუ სიყვარული არ შეგიძლია, ნუ ასწავლი        ბავშვებს.
2.  ასწავლე სადად, უბრალოდ ისე, რომ მთავარი არ გაგეფანტოს.
3.  გაიმეორე, როგორც ბუნება იმეორებს, ვიდრე არ მიაღწევ სრულყოფილებას.
4.  ასწავლე, ისე, რომ გახსოვდეს მშვენიერება, რადგან იგი დედაა ყოველივესი.
5.  იყავი გულანთებული, ლამპრები რომ აანთო, ცეცხლი უნდა გქონდეს გულში
6.  სული შთაბერე გაკვეთილს, ყოველ გაკვეთილს სული უნდა ედგას ცოცხალი    არსებასავით.
7.  იზრუნე შენი სულის ამაღლებაზე,-რომ გასცე, უნდა გქონდეს.
8.  გახსოვდეს, შენი პროფესია ხელობა კი არა, ღვთისმსახურებაა.
9.  ყოველდღე , გაკვეთილის დაწყებამდე,  საკუთ.არ სულში ჩაიხედე, წმინდა თუ გაქვს    გული
10.  იფიქრე იმაზე, რომ  ღმერთმა შენ დაგაკისრა ხვალინდელი დღის შექმნა
                                                
                                                                            / თარგმნა  მანანა   გიგინეიშვილმა  /




Made with Padlet