აბსტრაქტი
სტატია: „ ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების
საუკეთესო საშუალებაა“ - საუბარია ინტეგრირებული გაკვეთილის ეფექტურობაზე, მოყვანილია ამონარიდი მასწავლებელთა სტანდარტიდან
, ექსპერტთა აზრი აღნიშნულ საკითხზე. ავტორი საკუთარი გამოცდილებას უზიარებს მკითხველს.
საუბრობს განსხვავებულ საგანთა ინტეგრირების დადებით შედეგზე. სტატიას თან ერთვის გამოყენებული
ლიტერატურის ჩამონათვალი.
ინტეგრირებული
გაკვეთილი
ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების
საუკეთესო საშუალებაა
თანამედროვე სკოლა
დიდი გამოწვევის წინაშე დგას. ამ გამოწვევის მისაღებად არ არის საკმარისი, მხოლოდ სხვადასხვა საგნის სპეციფიკური
კომპენტენციების განვითარება. “პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციების დასაუფლებლად აუცილებელია სასწავლო
პროცესში საგანთშორისი კავშირების დამყარება.
(მუხლი 48. ეროვნული სასწავლო
გეგმის პრიორიტეტული გამჭოლი კომპეტენციები 11.10.2011 N224/ნ (http://www.tpdc.ge/uploads/pdf_documents/qartuli%20ena%20da%20literatura.pdf ნანახია 17.03. 2014 წ.)
პროფესიული
სტანდარტით განსაზღვრულია, რომ „მასწავლებელმა იცის, როგორ დაგეგმოს სწავლება
კოლეგებთან ერთად. იცის, როგორ დაამყაროს საგანთა შორის კავშირი ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული მისაღწევი შედეგებისა და პროგრამების დონეზე.“ (მუხლი 7. სასწავლო პროცესი)
სხვადასხვა საკითხის
უკეთ შესწავლას ხშირ შემთხვევაში ინტერდისციპლინარული განხილვა ბევრად უფრო ეფექტურს
ხდის („ინტეგრირებული გაკვეთილის დაგეგმვა-დოკუმენტირება დამხმარე ინსტრუქცია“
http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=439 ნანახია 13.03.2014 წ ). ინტეგრირებული გაკვეთილის დადებით შედეგზე, მანანა ბოჭორიშვილი თავის სტატიაში „პრაქიკული პედაგოგიკა:
როგორ დავგეგმოთ და ჩავატაროთ ინტეგრირებული გაკვეთილი“-აღნიშნავს, რომ „ადრეულ ასაკში მოსწავლეებს უჭირთ აბსტრაქტული აზროვნება,
ანალიზი, განზოგადება და კიდევ უფრო მეტად-ცალკეულ დისციპლინებში ნასწავლი კონცეფციების
სინთეზი“ .
ამ საკითხთან
დაკავშირებით მსურს გაგიზიაროთ ჩემი პედაგოგიური პრაქტიკა,რომელმაც კიდევ ერთხელ დამარწმუნა
იმაში, რომ თანამშრომლობა, პროფესიული კომუნიკაცია,
ერთობლივად დაგეგმილი გაკვეთილი, მართლაც, ბავშვსა და შედეგზეა ორიენტირებული. დამერწმუნებით ალბათ
, მონათესავე დისციპლინებთან ინტეგრირება გაცილებით იოლი და მისაღებია, მაგრამ არანაკლებ
საინტერესოა, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული საგნების გაერთინება, როგორიცაა:
ქართული ენა, ლიტერატურა და ქიმია.
საგაკვეთილი თემატიკის
განსაზღვრასთან ერთად მნიშვნელოვანია პარტნიორი
მასწავლებლის შერჩევა. ამ მხრივ გამიმართლა, ჩემს
შეთავაზებას სიამოვნებით დათანხმდა ჩემი კოლეგა მანანა ბარბაქაძე. შევარჩიეთ
თემა რეზო ჭეიშვილის მოთხრობა „ნობელი“.
გაკვეთილის
გეგმის შედგენისას, გავითვალისწინეთ საგნისათვის
ესგ მისაღწევი შედეგები, გაკვეთილის მიზნები
ინტეგრირებული დისციპლინისათვის ინდივიდუალურად. შევიმუშავეთ კონკრეტული აქტივობები.
გაკვეთილის
ფორმად ავირჩიეთ ჯგუფური მუშაობა.
1 ფაზა-გონებრივი
იერიში. კიდევ ერთხელ გავააქტიურეთ ნასწავლი ტექსტი და განვსაზღვრეთ პრობლემა.
კლასი დავყავით 4 ჯგუფა: 1. ლიტერატორები; 2.ისტორიკოსებ; 3ქიმიკოსები; 4. ექსპერტები. დავურიგეთ ბარათები სათანადო ინსტრუქციით.
1.ჯგუფი-სატირა
და იუმორი, ზნეობრივ ღირებულებებზე დაფიქრება. .მხატვრულ ხერხებზე დაკვირვება ,ავტორის დამოკიდებულებისა და იუმორისტული
ინტონაციის ამოცნობა. სათანადო ადგილების ციტირება.
2. ჯგუფი-ისტორიკოსები:ნობელის
ბიოგრაფია, ნობელის პრემიის ლაურეატები, სოფოკლე და მისი „ოიდიპოს მეფე“.
3. ქიმიკოსები:
ამონალი,დინამიტი, გლიცერინი,ტრინიტროგლიცერინის
მიღების რეაქცია და მისი კლასიფიკაცია, ნიტროგლიცერინის გამოყენების ფორმები.
4. ექსპერტები: „ბუნება გადასხვაფერდა თუ...?“ დინამიტის შედეგების ასახვა ბუყნურელთა
ცხოვრებაზე, ბუნებრივი პირობები, სოციალური გარემო და ადამიანის ყოფა, ადამიანი და
ეკოსისტემა.
1,2,3 ჯგუფის ნამუშევრების პრეზენტაცია.
შემდეგ შეიქმნა ასოციაციური რუკა „დინამიტი“. რუკაზე ასახული შედეგების საფუძველზე მხარეებმა
მიიღეს გადაწყვეტილება დინამიტის აკრძალვასთან
დაკავშირებით. ექსპერტთა ჯგუფს დაევალა წინასწარ დასმულ საკითხებთან დაკავშირებით არგუმენტირებული
მსჯელობა და ამის საფუძველზე დინამიტის გამოყენების საჭიროების შესახებ საბოლოო დასკვნის
გამოტანა.
. III ფაზა -პრობლემის
გადაჭრის გზების ჩვენების მიზნით (ეკოლოგიური
პრობლემები ) გამოვიყენეთ “T დიაგრამა “(„ჩემზე დამოკიდებული და სხვაზე დამოკიდებული“).
მოძიებული აუდიო
და ვიდეო მასალის პრეზენტაცია. შეფასების შემდეგ მივეცით საშინაო დავალება -ესე- „ჩვენ
კაცთა მოგვცა ქვეყანა...“- ბუნების დაცვა ადამიანის ღვთაებრივი მოვალეობაა.
ამ გაკვეთილმა
კიდევ ერთხელ დაგვანახა ერთობლივად დაგეგმილი გაკვეთილის ეფექტურობა. გაკვეთილი იყო
გაცილებით ცოცხალი, აკვირდებოდნენ, გამოჰქონდათ
ადეკვატური დასკვნები. შეძლეს ნაწარმოებში წამოჭრილი საკითხის ღრმა ანალიზი, თანამედროვე
გლობალურ პროცესებთან დაკავშირება-განზოგადება.
დაბოლოს,
„მასწავლებელი, რომელიც გაკვეთილისგან სიამოვნებას
არ იღებს, ყველაფერს გააფუჭებს“ ( ჯეი მათეუსი-„იშრომე ბევრი, იყავი კეთილი“)- ჩვენ
ამ გაკვეთილისგან სიამოვნება მივიღეთ. რაც ყველაზე მთავარია, ინტეგრირებული სწავლება სინთეზური აზროვნების განვითარების
საუკეთესო საშუალებაა.
გამოყენებული რესურსები:
(http://www.tpdc.ge/uploads/pdf_documents/qartuli%20ena%20da%20literatura.pdf ნანახია 17.03. 2014 წ.)
http://mastsavlebeli.ge/?action=page&p_id=19&id=439 ნანახია 13.03.2014 წ ).
No comments:
Post a Comment